Saturday, May 27, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

გავეცანით ერთმანეთის პროექტ-გაკვეთილებს, ყურადღებით მოვისმინეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები თემებთან დაკავშირებით. გავაკეთეთ უკუკავშირები.  დამთავრდა ჩვენი ტრენინგი. დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ შორენას გაწეული შრომისათვის. სწორედ თქვენი დამსახურება იქნება, მომავალში ჩვენი წარმატებები პროექტ- გაკვეთილების ჩატარებისას. ყველას ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს. მომავალ შეხვედრამდე.

Saturday, May 13, 2017

მეერვე დღის რეფლექსია

გამოკითხვის ფორმა

დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს  რესურსებში.შევისწავლეთ როგორ უნდა შევადგინოთ და გამოვაქვეყნოთ   ელექტრონული კითხვარები.ვისწავლეთ ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა. მივეცით ერთმანეთს რჩევები. მივიღეთ დავალებები.დღევანდელმა ტრენინგმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია


პროექტის გეგმა

განვიხილეთ  მეექვსე მოდული.  ასევე  გავეცანით პრეზენტაციებს, მივეცით ერთმანეთს რჩევები. შევავსეთ პროექტის გეგმა ბოლომდე. ვიმუშავეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე მოსწავლის პრეზენტაცია. პროცედურები და პროექტის გეგმის შაბლონი ეს გავაკეთეთ ტრენერის დახმარებით. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

Sunday, May 7, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მეხუთე  მოდული- შეფასებების რუბრიკები.  ვისწავლეთ სლაიდების შექმნა, ვისწავლეთ დიაგრამების შედგენა. შევავსეთ მასწავლებლის  ბუკლეტი. მივიღეთ დავალება.

Saturday, May 6, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  მოდული სამი- კავშირები. გავეცანით როგორ უნდა გამოვიყენოთ სოციალური ქსელები სასწავლო პროექტების შექმნისას. გავიგე როგორ უნდა გავაკეთოთ  კომენტარები. ვისწავლეთ დრაივში  მუშაობა. განვიხილეთ  საავტორო უფლებების გაცნობიერება. ვისწავლეთ სურათების შენახვა, გავეცანით საავტორო უფლებებს.მივიღე საშინაო დავალება.

Sunday, April 30, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  მოცემული დავალებები, მივეცით  ერთმანეთს რჩევები. გავეცანით შეფასებების ინსტრუმენტებსა და მეთოდებს. გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო. მივიღეთ დავალებები. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.

Saturday, April 29, 2017

მესემე დღის რეფლექსია

 გავაცანით  ერთმანეთს ჩვენ ჩვენი  პროექტების თემები,გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები თემებთან დაკავშირებით. გავეცანით მეორე მოდულის ორ აქტივობას, სტანდარტების გათვალისწინება და  მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. გავეცანით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ნიმუშებს.  კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით.